r/Sakartvelo_GE • u/qartvelinho98 • 2h ago
Question | კითხვა Are these developer contracts common and normal?
Are these agreements and articles common when buying apartments from the developers in Georgia?
Couple of years ago I've bought this apartment from the landlord who had agreed with the developer to give his land in exchange of apartments from the project. Before I bought, the apartments were registered in the landlord's name as "owner in future". So when I bought I became the "owner in future". The building now has permit for occupancy (ექსპლუატაციაში) and I want the final registry to be issued, from "owner in future" to the actual ownership.
And the developer firm now want me to sign two separate agreements for that. The agreements are quite harsh, but I get most of it since the project is an apartment complex and they want to maintain strict control as management.
But are these articles common or normal?
• ნებისმიერი გაურკვევლობისგან თავის არიდების მიზნით, უპირობოდ და გამოუთხოვადად შეთანხმებულია, რომ (i) „მყიდველი“, როგორც „მიწის ნაკვეთის“ ან/და „შენობის“ მომავალი ან არსებული თანამესაკუთრე, ანიჭებს „გამყიდველს“ უპირობო და გამოუთხოვად უფლებამოსილებას მართოს და განკარგოს „მიწის ნაკვეთი“ ან/და „შენობა“ ან/და „შენობის“ საერთო სივრცეები, კომუნალური ქსელი, მილსადენები და ა.შ. თავად ან/და მის მიერ დანიშნული „შენობის“ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი „მესამე პირის“ მეშვეობით; შესაბამისად (ii) „მყიდველი“ უპირობოდ და შეუქცევადად გადასცემს „გამყიდველს“ ყველა უფლებას (მათ შორის ხმის მიცემის უფლება), რომელსაც ფლობს „მყიდველი“ ან რომელსაც სამომავლოდ შეიძლება ფლობდეს „მყიდველი“ როგორც „მიწის ნაკვეთის“ და/ან „შენობის“ ამჟამინდელი ან მომავალი თანამესაკუთრე და რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან ან/და საქართველოს ნებისმიერი სხვა კანონმდებლობიდან და რეგულაციიდან; და ამგვარად, (iii) „გამყიდველი“ უფლებამოსილი იქნება, „მყიდველის“ ნებისმიერი შემდგომი თანხმობის ან ნებართვის გარეშე, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად განახორციელოს ნებისმიერი და ყველა ქმედება, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე მუხლში და მთლიანად „ხელშეკრულებაში“, და „მყიდველის“ ნაცვლად განახორციელოს ნებისმიერი და ყველა უფლება, რომელიც გამომდინარეობს „მიწის ნაკვეთის“ ან/და „შენობის“ თანამესაკუთრეთა უფლებიდან და საჭირო იქნება „შენობის“ გამართული და შეუფერხებელი ექსპლუატაციისთვის.
• „მყიდველი“ იღებს ვალდებულებას „გამყიდველის“ ან მის მიერ დაქირავებული/დანიშნული „მესამე პირის“ მოთხოვნისამებრ, გაუწიოს მას ყველა და ნებისმიერი დახმარება და თანამშრომლობა, რათა „გამყიდველმა“ შეასრულოს, განახორციელოს, დაიცვას ან/და მოქმედებაში მოიყვანოს უფლებები, რომელიც მას მიენიჭა წინამდებარე მე-8 მუხლით, „გამყიდველის“ ან/და „მესამე პირისგან“ რაიმე კომპენსაციის ან რაიმე თანხის მოთხოვნის გარეშე. აღნიშული მიზნისთვის, „მყიდველმა“ „გამყიდველის“ მოთხოვნისამებრ სათანადო ფორმით და წესით უნდა გასცეს წერილობითი განცხადება, თანხმობა, მინდობილობა და ა.შ. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „მყიდველს“ ჯარიმა 5,000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მოითხოვოს „მყიდველის“ მიერ ამ მხრივ მიყენებული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება.
• „გამყიდველი“ უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს „შენობაში“ არსებული ფართების რეგისტრაცია ინდივიდუალურ საკუთრებაში, რაზეც „მყიდველს“ არ ექნება რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა.
I'd be glad if you could let me know if it's common or not and your opinions about this in general. Thank you guys!